განვეცანი კოლეგების პორტფოლიოებს.გავაკეთე საკუთარი პორტფოლიოს პრეზენტაცია.
ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო .მადლობა ჩვენს ტრენერს ხათუნა რუსიეშვილს
დავამუშავე სასწავლო პროექტის გეგმა;მოვიძიე სტანდარტები და შევუსაბამე სასწავლო პროექტის მიზნებს,დავამუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების ტექნიკა,დავიწყე მზადება პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის.
გავიგე საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო თვისებების შესახებ. გავიაზრე, როგორ უნდა შევქმნა რესურსები (მაგ. ბუკლეტი),რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის განხორციელებული პროექტების მიზნებსა და ამოცანებს.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რამდენად აუცილებელია აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინება პროექტების პრეზენტაციისას.
გავეცანი ინტელის სასწავლო კურსის პროგრამას . დავათვალიერე კოლეგების ნაშრომები,შევქმენი საქაღალდე,ჩამოვტვირთე პროექტებით სწავლებისთვის აუცილებელი რესურსები,ვფიქრობ,ეს ტრენინგები დამეხმარება სასწავლო პროექტების უკეთ დაგეგმვაში.